20 აპრილი 2024,   16:55
ვრცლად
მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა შესაძლოა, გაძვირდეს

მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა შესაძლოა, გაძვირდეს. მიზეზი ერთიანი საბარათე სისტემაა, რომლის დანერგვასაც მერია მომავალი წლიდან გეგმავს.

ახალი სისტემის მიხედვით, მუნიციპალურ ტრანსპორტში ერთიანი გადახდის საბარათე სისტემა ამოქმედდება, რაც სპეციალისტების პროგნოზით, მეტროსა და ავტობუსის ტარიფს 60%-ით გაზრდის და მიკროავტობუსის ღირებულებას გაუთანაბრდება.

ტრანსპორტზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ საკრებულოს ოპოზიციაშიც.

ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ გაძვირებამდე აუცილებელია ქალაქის სატრანსპორტო გეგმის შექმნა.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ტრანსპორტზე ფასების ზრდას გამორიცხავენ საკრებულოს უმრავლესობაში. ქართული ოცნების ფრაქციაში ჯერ მხოლოდ კვლევის პროცესს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებზე საუბარი ნაადრევია. 

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი  

დღის ამბები