19 აპრილი 2024,   23:48
ვრცლად
ენმ-ის ინიციატივა - პარტია საბანკო სექტორისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის სპეციალურ ფონდს ქმნის

სპეციალური ფონდი საბანკო სექტორისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის - რეგისტრაციას უკვე დაწყებულია იმ პირებისთვის, რომლებმაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი არასწორი საბანკო პოლიტიკის გამო მიიღეს.

სპეციალური სახელმწიფო ფონდის პროექტზე ნაციონალური მოძრაობა უკვე მუშაობს. სწორედ ამ ფონდიდან მოხდება დაზარალებული მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორმილიარდიანი სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნას აპირებს. ზიანი აუნაზღაურდებათ არა მარტო ბანკებით დაზარალებულებს, არამედ იმ მოქალაქეებსაც, ვინც ივანიშვილის მმართველობის პერიოდში სამსახური დაკარგა.

დაზარალებული მოქალაქეების აღრიცხვა პარტიამ უკვე დაიწყო. მოქალაქეების თავისი პრობლემის დაფიქსირება ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში შეეძლებათ. უკვე მოქმედებს ცხელი ხაზიც.

ნაციონალური მოძრაობა აპირებს, რომ საბანკო და მიკროსაფინასო ორგაზაციებისთვის ვალების გადახდაზე 2 წლიანი მორატორიუმი გამოაცხადოს.

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას "უპასუხისმგებლო" უწოდა ფინანსთა მინისტრმა. მამუკა ბახტაძე აღიარებს, რომ ქვეყანაში სიღარიბისა და ჭარბვალიანობის პრობლემას დგას, თუმცა, სახელმწიფო ფონდის შექმნა ბიზნესისთვის დამატებით რეგულაციებს მოიტანს, ეკონომიკის განვითარებას კი შეაფერხებს.

ფინანსთა მინისტრის მსგავსად ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას არ იზიარებს საბანკოს სექტორი.

ნაციონალურ მოძრაობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მთავრობასთან შეთანხმებულად მოქმედებენ. 

დღის ამბები