25 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
B-GEO-ს ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაყოფა - ლონდონის საფონდო ბირჟაზე ორივე კომპანიის აქციებით ივაჭრებენ

ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფ B-GEO-ს ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაყოფის შემდეგ, საქართველოს ბანკისა და საინვესტიციო კომპანია საქართველოს კაპიტალის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში განთავსდა. ამიერიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამ ორივე კომპანიის აქციებით ივაჭრებენ.

ეს ორი კომპანია საქმიანობას საბანკო და საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით გააგრძელებენ.

ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფ B-GEO-ს გაყოფას საქართველოს ფინანსურ სექტორში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებენ.

ამიერიდან ორ კომპანიას შესაძლებლობა აქვს, დამოუკიდებლად მართოს ყველა რესურსი, მისდიოს საკუთარ სტრატეგიასა და იზრუნოს კიდევ უფრო მეტ განვითარებასა და წინსვლაზე.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს საბანკო სექტორი პირველად 2006-ს წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს საფინანსო სისტემის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ყოფილი საინვესტიციო ჯგუფი B-GEO-დან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამიერიდან უკვე 3 კომპანიაა წარმოდგენილი - საქართველოს ბანკის ჯგუფი, საქართველოს კაპიტალი  და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი. 

დღის ამბები