20 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
საჭირო არის, ამ დეტალებზე პასუხი სწორედ უწყების პირველმა პირმა ისაუბროს - ეკა ბესელია ზაზა სარალიძის ემოციურ გამოსვლაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის, აღელვებულ გამოსვლას არჩევანის ეთერში ეხმაურება.

ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს, რაზეც ეკა ბესელიას თქმით, პასუხისმგებელ პირებს უნდა ესაუბროს.

ზაზა სარალიძემ ასევე აღნიშნა, რომ მას სასამართლო დარბაზშიც შეურაცხყოფას აყენებენ, რაზეც ბესელიამ აღნიშნა, რომ გამოძიება ამ პროცესებზე უკვე მიმდინარეობს.

ეკა ბესელიას თქმით, ზაზა სარალიძის კითხვებს პასუხი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში უნდა გაეცეს.

„როცა ასეთ დეტალებზე საუბრობს ბატონი ზაზა, ასეთი ემოციით, საჭირო არის ამ დეტალებზე პასუხი სწორედ უწყების პირველმა პირმა ისაუბროს და ეს შესაძლებლობა, მგონი, არის საჭირო და აუცილებელი, რომ ეს კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი. მგონია, რომ ეს არის ის საჭირო ფორმატი, რომელმაც უნდა აღადგინოს ეს ნდობა და ეს ტკივილი არ უნდა გაამძაფროს,“ - განაცხადა ბესელიამ.

დღის ამბები