24 აპრილი 2024,   06:04
ვრცლად
კიევში რუსი ჟურნალისტი, არკადი ბაბჩენკო, მოკლეს

კიევში რუსი ჟურნალისტი, არკადი ბაბჩენკო, მოკლეს.

BBC-ის ინფორმაციით, მას ტყვია ზურგში ჰქონდა ნასროლი და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

უკრაინის პოლიცია ბაბჩენკოს მკვლელობას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. 

ის ბოლო წლებში ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკას და მის ინტერვენციას აღმოსავლეთ უკრაინაში. 2017 წელს, მუქარის წერილების გამო, მან რუსეთი დატოვა და უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად.  

დღის ამბები