26 აპრილი 2024,   00:30
ვრცლად
პრობლემები ძიუდოს ფედერაციაში და კამათი პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე პარლამენტშიც იმსჯელეს. საკუთარი პოზიცია სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ დააფიქსირეს, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს თამაზ ნავერიანის პასუხი იწვევდა, ხაბარელმა ძიუდოს კომისიის დასრულების შემდეგ ნავერიანს რამდენიმე ბრალდება წაუყენა მათ შორის 2012 წელს მის საარჩევნო შტაბზე თავდასხმაც. ძიუდოს საკითხების შემსწავლელმა კომისიამ კი ფედერაციის მუშაობაში სერიოზული დარღვევები ვერ აღმოაჩინა. 

"არ არის ისეთი დასკვნები დადებული,რომ ქევხიშვილი უნდა გადადგეს. მე არ ვთვლი საჭიროდ,"-განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრმა თამაზ ნავერიანმა

მისგან განსხვავებით პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბელიანი თვლის, რომ დარღვევები თუნდაც ფინანსურ ნაწილში ძიუდოს ფედერაციაში არსებობდა. 

"როდესაც მოხდა მანიპულაცია მწვრთნელებთან დაკავშირებული, მიქონდათ მწვრთნელებს უკან, არ ვიცი ახლა რა დავარქვა... ანუ ატკატი. როგორც თვითონ ამბობს შეთანხმებაა. და არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. არანაირი ხელშეკრულება არ ყოფილა დადებული. ესეც კომისიამ აღნიშნა, რომ ესეც არის დარღვევა. ნავერიანი გამოვიდა და იცავდა, რომ არ არის აქ დარღვევა,"-განაცხადა შოთა ხაბარელმა. 

დღის ამბები