20 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის მშენებლობა დაიწყო

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის მშენებლობა დაიწყო. გახსნას პრემიერ მინისტრი და ეკონომიკის მინისტრები დაესწრნენ. სამუშაოებს ჩინური კომპანია ახორციელებს. 2019-20 წლებში ზამთრის სეზონზე უკვე 230 მეგავატიანი სიმძლავრის თბოელექტროსადგური ამუშავდება.

„ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას აქვს ძალიან საინტერესო და დინამიური პერსპექტივა. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი, რომელიც ჩვენს სტუმრებთან ერთად ხორციელდება, არ არის მათ მიერ განხორციელებული ერთადერთი პროექტი საქართველოში და მე უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები მომავალი თვეების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ არ ერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბოელექტროსადგურის შესახებ კომენტარი გააკეთა  ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„თბო ელექტრო სადგური იქნება 230 მეგავატიანი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც მილიარდ 200 მილიონ კილოვატ საათს გამოიმუშავებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგო სისტემის მდგრადობისთვის და ასევე იმ საჭიროებებისათვის, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს, ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღის ამბები