20 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების ყველა ეტაპი დასრულდა 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების ყველა ეტაპი დასრულდა. ხვალ მოსამართლე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებს. სხდომა ხვალ 11:00 საათზე დაიწყება.

დღეს პროცესზე დასკვნითი სიტყვა დაცვის მხარემ დაასრულა. სასამართლოს რეპლიკით არასრულწლოვანმა ბრალდებულებმა მიმართეს.

ადვოკატებმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი შეეცადნენ, გაებათილებინათ პროკურატურის პოზიცია. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულის ადეკვატურად მიესჯებათ სასჯელი.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო არ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომელიც არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო, დაესაბუთებინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მთელი სხდომის განმავლობაში აპელირებდნენ. ფაქტობრივად, საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა მთლიანად გააბათილა ის, რაც დაფიქსირებულია ბრალდების საბრალდებო დასკვნაში.ბრალდების მხარემ საკუთარი მოწმის ჩვენებები, რომელიც მათ პოზიციას ეწინააღმდეგებოდა, სრულად დააიგნორა, საკუთარ მოწმეებს მიაწერა ისეთი ფრაზების წარმოთქმა, რაც მოწმეებს საერთოდ არ ჰქონდათ ნათქვამი,“- განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ შეძლეს სასამართლოს დარწმუნება მათი მტკიცებულებების უტყუარობაში. პროკურორ მარიამ გოგოხიას თქმით, ისინი ბრალდებულთა მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები