20 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
სამართალდამცველების მოულოდნელი ოპერაცია თბილისში - "ეფიქს ჯგუფის" ოფისში პოლიცია შევიდა

სამართალდამცველების მოულოდნელი ოპერაცია თბილისში - ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე "ეფიქს ჯგუფის" ოფისში რამდენიმე საათის წინ პოლიცია შევიდა. საბროკერო კომპანია  კრიპტოვალუტით ვაჭრობს. ამ ეტაპზე "ეფიქს ჯგუფი" დახურულია.

ოფისიდან ამოღებულია დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა. როგორც ცნობილია, კომპანიის ხელმძღვანელები დაკითხვაზე არიან გადაყვანილები.

ედება თუ არა ვინმეს ბრალი ოფიციალურად, ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია.

კურიერისთვის“ ცნობილია, რომ საბროკერო კომპანიაში სამართალდამცველები სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმის გამოძიების ფარგლებში შევიდნენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე შესაძლოა, დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას ეხებოდეს.

საგამოძიებო მოქმედებების დროს ადგილზე მივიდნენ ის ადამიანები, ვინც საბროკერო კომპანიით სარგებლობს. მათი თქმით, კომპანიის დახურვით ისინი ზარალდებიან.

„არ შეიძლება კომპანია ერთ დღეში იხურებოდეს და ვიღაცებს პურის ფული აღარ რჩებოდეთ. ეს ისეთი საქმიანობაა ზოგადად, რომ დაზარალებული ყველა ვარიანტში ვიღაც დარჩება,“- განაცხადა ერთ-ერთმა პირმა.

დღის ამბები