20 აპრილი 2024,   14:10
ვრცლად
სომხეთის პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში - ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანს ქართველმა კოლეგამ  ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრა.

"საქართველოს დედაქალაქი ჩვენი ხალხების ერთობლივი ცხოვრების ენერგიით არის სავსე. ჩვენი ფესვები ძლიერ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ გვაქვს ვალდებულება შევქმნათ ერთობლივი ბედნიერი მომავალი. სომხეთის პირველი რესპუბლიკის შექმნის ისტორია დიდი სულისკვეთების მატარებელია. გავიმარჯვეთ იქ სადაც თითქოს ამის შანსი არ არსებობდა. ჩვენი პირველი რესპუბლიკა სულიერების გამარჯვება იყო, რამაც ომები და გენოციდი გადაგვატანინა. დღევანდელი რესპუბლიკა სიყვარულის და სულიერების მატარებელია. ის რაც სულიერებასთან არის დაკავშირებული ხელშეუხებელია და გვინდა, რომ ეს სულიერება იყოს ჩვენი ურთიერთობის მთავარი ლოკომიტივი. ჩვენმა სულიერებამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ ახალ გამარჯვებებს უნდა მივაღწიოთ. გილოცავთ ყველას სომხეთის რესპუბლიკის 100 წლისთავს და ვულოცავ მოძმე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. ჩვენ ხელიდან არ გავუშვებთ მას. გაუმარჯოს თავისუფლებას, საქართველოს და სომხეთს,"-განაცხადა ფაშინიანმა

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მან პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან  გამართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები შედგა.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები