25 აპრილი 2024,   17:09
ვრცლად
"მე ვხედავ ადამიანს, რომელსაც შვილი მოუკლეს და მას აქვს ძალიან ბევრი კითხვები, რაზეც პასუხი ძალიან ცინიკურია" - მაკა ჩიჩუა აქციაზე მივიდა

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პირველი ლედი მივიდა.

მაკა ჩიჩუას განცხადებით, ის ხედავს გამწარებულ ადამიანს, რომელსაც შვილი მოუკლეს და რომელსაც აქვს ძალიან ბევრი კითხვა.  

„მე დუშეთიდან ჩამოვიდა, დავტოვე ჩემი ორი პატარა და ვარ იქ სადაც უნდა ვუყო და ჩემს მოვალეობას შევასრულებ ბოლომდე. მე ვხედავ, რომ ადამიანი რომელსაც შვილი მოუკლეს ასე ტრაგიკულად არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და მას აქვს ძალიან ბევრი კითხვები. მას აქვს ეჭვები, რაზეც პასუხი ძალიან ცინიკური და უცნაურია. მე არ ვარ პროფესიონალი ამ საქმის არ ვარ პროკურორი, მაგრამ მე ვხედავ რომ ეს უსამართლობის განცდა ემუქრება ყველას. ეს ამბავი უნდა გაირკვეს ბოლომდე რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს უშფოთველ გარემოში,“-განაცხადა მაკა ჩიჩუამ და აღნიშნა, რომ მან აქციაზე მისვლით თავისი  მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირა. 

დღის ამბები