19 აპრილი 2024,   20:38
ვრცლად
სროლა წერეთელზე - „კურიერის“ ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელმა მამაკაცი მოკლა, ქალი კი დაჭრა 

სროლა წერეთელზე - ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ერთი მამაკაცი და ასევე, დაჭრილია ქალი.

„კურიერის“ ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა ქალი დაჭრა და მისი ყოფილი ქმარი მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვნების თანდასწრებით გაისროლა.

„კურიერის“ ინფორმაციით, უბნის ინსპექტორზე შემაკავებელი ორდენი უკვე იყო გამოწერილი. 

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.

დღის ამბები