19 აპრილი 2024,   23:19
ვრცლად
"სპონტანური აქციების უნდა გეშინოდეთ... სისტემის ნგრევა შოთაძის გადადგომით დაიწყება" - გიზო ღლონტის შვილი

„სისტემის ნგრევა შოთაძის გადადგომით დაიწყება, ამის პირობას ვაძლევ მე,“- ეს განცხადება, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულის, გიზო ღლონტის შვილმა გააკეთა, რომელიც პროკურატურასთან საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„2 წლის წინ, როცა მამაჩემს 7 წელი მიუსაჯეს, ვიდექი აქ და ვითხოვდი მოწყალებას, შოთაძის გადგომას, სისტემის დანგრევას, მაგრამ უშედეგოდ. ვაღიარებ, რომ ის აქციები იყო დაგეგმილი, მაგრამ დღეს აქციები არის სპონტანური, მაგრამ სწორედ ამ სპონტანური აქციების უნდა გეშინოდეთ. 100 ათასად გამოვა ადამიანი და შოთაძეს, რომელსაც სამი წელი დარჩა, სამი წელი აღარ ექნება,"- განაცხადა ღლონტმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები