19 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება პარლამენტთან

მთავარი პროკურატურიდან საპროტესტო აქცია რუსთაველზე პარლამენტისკენ დაიძრა. აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით მიდიან.

პარლამენტთან უკვე დაწყებულია სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება.

აქციის მონაწილეები კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სისტემა სრულად უნდა შეიცვალოს.

ზაზა სარალიძე კი აცხადებს, რომ ის იმ დრომდე არ აპირებს პროტესტის შეწყვეტას ვიდრე მისი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და საქმეში მონაწილე ყველა პირი არ დაისჯება.

დღის ამბები