15 ოქტომბერი 2018,   20:13
ვრცლად
„წადი! წადი! წადი!“ - პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ითხოვენ 

„წადი, წადი, წადი,“ - ამ შეძახილებით პარლამენტის შენობასთან შეკრებილები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ. აქციაზე ზვიად კუპრავამ ყოფილი პრემიერის მიერ, ცოტა ხნის წინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და ირაკლი შოთაძის მიერ გადადგომის შესახებ, გაკეთებული განცხადება შეაფასა.

„ახლახანს გავეცანი ინფორმაციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიძინა ივანიშვილმა თურმე შეაქო შოთაძე გადადგმული ნაბიჯისთვის და მას უსურვა წარმატებები და უბრძანებია ივანიშვილს, რომ თურმე ეს არის მათი მონაპოვარი, ეს ჩვენი მონაპოვარია და არა მისი,“ -  განაცხადა ზვიად კუპრავამ

დღის ამბები