17 აგვისტო 2019,   17:55
ვრცლად
სისტემა უნდა დაინგრეს! ნუ მომკლავ! - მასშტაბური აქცია პარლამენტის შენობასთან 

პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან. 

„დღეს სოლიდარობას აქვს უდიდესი ფასი, იმიტომ, რომ სახელმწიფო, ეს არის ხალხი და არა პოლიტიკური ელიტები,“ - განაცხადა ლაშა მესხმა გააკეთა.

ლაშა მესხი ზაზა სარალიძის განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც აღნიშნა, რომ რადგან ელიტას არ წარმოადგენს, მაგიტომ იჩაგრება.

რუსთაველის წინ შეკრებილებმა მობილური ტელეფონის სანათები აანთეს და სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

აქცია პროკურატურასთან დღეს დილიდან იმართება. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩის საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა იყო. ირაკლი შოთაძემ, დაახლოებით, ერთი საათის წინ გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა.

დღის ამბები