19 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
"მე მამა ვარ და დღეს ვარ ზაზა! მე ვიდგები ბოლომდე..." - რამაზ ნოზაძე

პარლამენტთან მიმდინარე აქციას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები უერთდებიან.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონმა რამაზ ნოზაძემ. მან ზაზა სარალიძის მიმართ თანადგომა გამოხატა და განაცხადა, რომ უერთდება საერთო მოთხოვნას“სისტემა უნდა დაინგრეს“.

„სოლიდარობის აქცია ზაზას გულისთვის!  ტყუილს არ ვუთხრათ-ჰო! გამოვიდეთ და დავაფიქსიროთ ჩვენი სათქმელი. მე მამა ვარ და დღეს ვარ ზაზა.  მე ვიდგები ბოლომდე...

სისტემა უნდა დაინგრეს. ასეთი სისტემა არ უნდა იყოს! შეცვალეთ“- მიმართა რამაზ ნოზაძემ აქციაზე შეკრებილებს.

დღის ამბები