24 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
"სისტემა უნდა დაინგრეს" - რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი დგას

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი დგას. მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა პარლამენტის შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლეს. 

სახალხო საპროტესტო აქცია „ნუ მომკლავ!“ - რუსთაველის გამზირისკენ მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ დაიძრა. პარლამენტთან შეკრებილებმა ახალი მოთხოვნები წამოაყენეს და ხელისუფლებას 10 საათამდე აქვს ვადა, რომ კონკრეტული საკადრო ცვლილებებით დაადასტუროს მართლმსაჯულების სისტემაში ცვლილებები და მოხდეს ხორავას საქმეზე გაყალბებაში ყველა მონაწილის პასუხისგებაში მიცემა - პირველ რიგში კი მირზა სუბელიანის.

„ძალადობრივი სისტემა უნდა დაინგრეს“- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით ზვიად კუპრავამ მიმართა და ირაკლი შოთაძის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

"ველოდებით შოთაძის პასუხისგებაში მიცემას. ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. დაუყოვნებლივ წარუდგინეთ ბრალი შოთაძეს,“- განაცხადა „სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები