13 დეკემბერი 2018,   18:34
ვრცლად
„ზაზამ მიიღო გადაწყვეტილება, ფეხს არ გადადგამს აქედან - რუსთაველზე კარვების გასაშლელად ემზადებიან

პარლამენტის შენობის წინ, სადაც ამ წუთებში, ზაზა სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ცოტა ხნის განცხადება ზვიად კუპრავამ გააკეთა.

კუპრავას განცხადებით, ზაზა სარალიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიდრე მისი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ის არ აპირებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას.

აქციის მონაწილეების მიერ, ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ამოწურვამდე, რამდენიმე წუთით რჩება. 

რაც შეეხება აქციას, ერთმანეთს გამომსვლელი ენაცვლებიან. თითქმის ყველა მათგანი ამბობს, რომ სისტემა უნდა დაინგრეს და შეიცვალოს. 

„ზაზამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სანამ საბოლოოდ არ დაანგრევს სისტემას, ფეხს არ გადადგამს აქედან, ამიტომ მოგვმართავთ თქვენ, ჩვენო თანაქალაქელებო, ჩვენო მეგობრებო, ყველას, ვისაც რა შესაძლებლობა გვაქვს, კარვები რომ მოვიტანოთ რუსთაველზე, გავშალოთ კარვები,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

დღის ამბები