23 აპრილი 2019,   17:03
ვრცლად
„სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დადასტურება, რომ პროკურატურა არის უსუსური“ - სარალიძეების ოჯახის ადვოკატი

„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იყო პირდაპირი დადასტურება, რომ პროკურატურა არის უსუსური,“- ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავითს სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ადვოკატი მთავარი პროკურორის გადადგომას გამოეხმაურა.

„მისასალმებელია, რომ მთავარმა პროკურორმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა იგრძნო, მაგრამ ვერ ჩავთვლით, რომ ეს არის ის ნაბიჯი, რომლითაც შეიძლება დავასრულოთ და მივიღოთ სურათი, რომ ეს საკმარისი. ეს არ არის საკმარისი, ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, რომელიც საქმეში მონაწილეობდა,“- განაცხადა ადვოკატმა.

სარალიძეების ოჯახის ადვოკატი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს.

„ექსპერტების ჩართვას, თუნდაც უცხოელების, ახლა არაფერს მოგვცემს, მაშინ როცა ნივთმტკიცებებს ფორმა აქვს შეცვლილი, როცა ნაწილი აღარ გამოდგება ექსპერიმენტისთვის, რაც უნდა ჩატარდეს,. როცა დანა არის დაზიანებული და დანის წვეტი დაღუნული აქვს და ექსპერტი აცხადებს, რომ ამით რომ ჩაეტარებინა ექსპერტიზა სხვა სურათს მიიღებდა,“- განაცხადა ადვოკატმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები