24 აპრილი 2019,   15:03
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პრემიერი მივიდა

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერმინისტრი მივიდა.

აქციის მონაწილეები გიორგი კვირიკაშვილს არ აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ მათთვის სიტყვით მიერმართა. ისინი სკანდირებდნენ: "წადი". 

 "ჩემთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი. ჩემთვის ძალიანი მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება პოვოს. ამიტომ გთავაზობთ, ხვალ დილიდან საქმის გამოძიება დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში,"-განაცხადა პრემიერმა. აქციის მონაწილეებმა გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები