18 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ლევან დადუნაშვილის ეპიზოდში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამართლდეს სრულიად - ადვოკატი

ადვოკატი, ინგა შარაშენიძე ხორავას ქუჩის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება. შარაშენიძის დაცვის ქვეშ მყოფი დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებაში დღეს გამართლდა.

„სასამართლოს არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა, ჰქონდა მხოლოდ ერთი ოქროს მოწმის ჩვენება, რომელიც ტელევიზიით ჩვენ ბევრჯერ ვიხილეთ და რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება და მისი ჩვენება წინააღმდეგობაში იყო ყველა ექსპერტიზის დასკვნასთან და სხვა მოწმეების ჩვენებთან,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, იბრძოლებენ, რომ ლევან დადუნაშვილის ნაწილში გაამართლონ მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

"დავით სარალიძის ნაწილში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითხოვდით გამამართლებელს, რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის ეპიზოდში, 117-ე მუხლით უნდა მომხდარიყო მისი დასჯა, ვინაიდან მხოლოდ ფერდის ნაწილი, რომელიც მძიმე დაზიანებაა, ის ეკუთვნის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ხოლო რაც შეეხება სასიკვდილო დაზიანებას, გულ-მკერდს, მან კიდევაც დაასახელა, თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, შესაბამისად, სხვა მტკიცებულებებიც იყო წარდგენილი, მაგრამ სასამართლომ არ ვიცი, რა მოტივით მიიღო ეს გადაწყვეტილება... ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ლევან დადუნაშვილის ეპიზოდში, მკვლელობის ნაწილში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაამართლეს სრულიად," - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები