17 ივლისი 2019,   07:36
ვრცლად
„დღეს, რუსთაველზე შეკრებილი ხალხი აპროტესტებს კონკრეტულ უსამართლობის ფაქტს," - ეკა გიგაური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ირაკლი შოთაძის გადადგომას აფასებს. გიგაურის თქმით, მისთვის გაუგებარია ის განცხადებები, რომელიც მის გადადგომასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა გაავრცელეს.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა ახალი სტანდარტია

„დღეს, რუსთაველზე შეკრებილი ხალხი აპროტესტებს კონკრეტულ უსამართლობის ფაქტს, მაგრამ ამასთანავე, ისინი აპროტესტებენ ძალიან ბევრ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

გიგაურის თქმით, საქართველოს პროკურატურა, ფაქტობრივად, უმოქმედოა.  

„ჩვენ ვსაუბრობდით ასევე იმაზე, რომ სპეციალური მექანიზმი შეიქმნას, რომელიც გამოიძიებს ისეთ დანაშაულებს, სადაც ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები,“ - განაცხადა ეკა გიგაური.

დღის ამბები