20 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
ხელისუფლება ჩამოშლილია... აქ ოთხი საათიდან დაველოდებით კაპიტულაციას - ზვიად კუპრავა

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" დამფუძნებლის ზვიად კუპრავას თქმით, მათ არ აქვთ გეგმები და მოქმედებენ მხოლოდ ხალხის მითითების მიხედვით.

კუპრავა ამბობს, რომ ზაზა სარალიძის მოთხოვნა არ ყოფილა მთავრობის გადადგომა, ეს მოთხოვნა მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა მთავარი მოთხოვნა დაეკავებინათ მირზა სუბელიანი და დანაშაულში მონაწილე ყველა სხვა პირი.

„აქ იდგა 50 ათასი ადამიანი, მაგრამ ხელისუფელბამ არ უსმინა ხალხის ხმას და ზაზა სარალიძის ხმას, რომელმაც გადაუყენეს მთავარი პროკურორი და არ დააკავა სუბელიანი... გეგმები არ გვქონია გუშინ და არ გვაქვს დღეს. ჩვენ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რასაც ხალხი გვეტყვის“-აცხადებს კუპრავა.

მისი თქმით, ყველა შეხვედრა ყველა პირთან გაიმართება საჯაროდ და არ იქნება პირისპირ დახურული შეხვედრა.

ზვიად კუპრავა მოუწოდებს საზოგადოებას 16:00 საათზე მივიდნენ აქციაზე, მისი თქმით, ადამიანები რეგიონებიდანაც მოემგზავრებიან, რათა ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობა გამოხატონ.

დღის ამბები