19 აპრილი 2024,   10:45
ვრცლად
„მოვედი როგორც ადამიანი, რომელსაც სურს გვერდში დაუდგეს ზაზა სარალიძეს" - სალომე სამადაშვილი

„მოვედი როგორც ადამიანი, რომელსაც სურს გვერდში დაუდგეს ზაზა სარალიძეს, რომლის შვილიც მოკლეს და სასჯელი ვერ მიიღეს მათ, ვინც დამნაშავეა,“- ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობასთან აქციაზე იმყოფება, როგორც რიგითი მოქალაქე. აქციაზე შეკრებილები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ.

სალომე სამადაშვილის თქმით, ქვეყანაში კრიზისია, საიდანაც გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

"სისტემა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, ადამიანებისთვის არ მუშაობს, ამ ხალხისთვის არ მუშაობს, ვინც აქ დგას, ამ ხალხს სურს, სამართლიან საქართველოში ცხოვრება. ქვეყანა დღეს სამართლიანი არ არის. ეს არის ნიშანი სერიოზული პოლიტიკური კრიზის და ხელისუფლებას ბევრად მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება, ვიდრე ის, რომ დასაჯოს ერთი რიგითი პროკურორი, იმიტომ, რომ სარალიძის შვილის მკვლელი ვერ იქნა დადგენილი, აქ არის პრობლემა მთლიანად სისტემასთან. სრულიად ოპოზიციური სპექტრი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის შენობასთან თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით აქცია უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.  

 

დღის ამბები