19 ივნისი 2019,   00:08
ვრცლად
„გომელაურო შენ თუ პროვოკაციებს მოაწყობ, ჩვენ შენს პატრონს მივადგებით" - ზვიად კუპრავა

გომელაურო, შენ თუ პროვოკაციებს მოაწყობ, ჩვენ შენს პატრონს მივადგებით, რომ იცოდე,“- ეს განცხადება „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

რუსთაველის გამზირზე, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.  აქტივისტების რაოდენობის მატების გამო აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მოითხოვეს, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად ამის საშუალება არ მისცეს.

ზვიად კუპრავას თქმით, თუ აქციაზე ლოზუნგით „ნუ მომკლავ!“ პროვოკაცია მოეწყობა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

„თუ ამ აქციაზე პროვოკაცია მოხდება, მთლიანი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მმართველებს, არ გამოვყოფ არავის. თუმცა დავიწყებ გომელაურიდან, რადგან ის არის ამ ყველაფრის ავტორი,“- აღნიშნა კუპრავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები