25 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
მივმართავ ქალაქის მერს, ჩემს მოგვარეს, რომ გამოვიდეს გარეთ, იმიტომ, რომ გამოცდილი აქვს იგივე სიმწარე - 51-ე სკოლის მოსწავლე

სოლიდარობის აქცია პარლამენტთან - 51-ე სკოლის მოსწავლე, მარიამ კალაძე თბილისის მერს მიმართავს. მოზარდი კახა კალაძეს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„მივმართავ ქალაქის მერს, ჩემს მოგვარეს, რომ გამოვიდეს გარეთ, იმიტომ, რომ გამოცდილი აქვს იგივე სიმწარე, საკუთარი ოჯახის და მინდა, რომ აქ გამოვიდეს და ჩვენს გვერდით დადგეს,“ - განაცხადა მარიამ კალაძემ.

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია უკვე მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.

აქტივისტები ასევე, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

დღის ამბები