24 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
სახალხო პროტესტის მეორე დღე - ათასობით ადამიანი კვლავ რუსთაველის გამზირზეა შეკრებილი

სახალხო პროტესტის მეორე დღე - ათასობით ადამიანი კვლავ რუსთაველის გამზირზეა შეკრებილი. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერების მოთხოვნები უცვლელია.

აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას, მართლმსაჯულების სისტემაში ცვლილებებს და ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი საქმის ყველა გამყალბებლის დასჯას ითხოვენ.

დღეს დილიდან ზაზა სარალიძესთან ერთად რუსთაველზე კვლავ დგას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

აქციაზე მივიდა 2012 წლის არჩევნების წინა ღამეს მოკლული 10 თვის ბარბარე რაფალიანცის დედა. პარლამენტის წინ შეიკრიბნენ შვილმკვდარი მშობლები. აქციას სხვადასხვა სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. 

პარლამენტის შენობის წინ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც იმყოფებოდა. მათ შეკრებილებისთვის ტრიბუნიდან სიტყვით არ მიუმართავთ. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ისინი აქციაზე მივიდნენ, როგორც რიგითი მოქალაქეები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები