25 ივნისი 2019,   02:36
ვრცლად
მნიშვნელოვანი
24 წელი ქვეყნის და მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი ამბის ეპიცენტრში - დღეს „რუსთავი 2-ის“ დაბადების დღეა

24 წელი ქვეყნის და მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი ამბის ეპიცენტრში - დღეს „რუსთავი 2-ის“ დაბადების დღეა. საკუთარი იუბილეს აღნიშვნა კომპანიას ქვეყანაში შექმნილ საკმაოდ მძიმე ფონზე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში უწევს.

ტელეკომპანიის ისტორია 1994 წელს რუსთავში, ერთ ოთახში დაიწყო, თუმცა უკვე წლებია ის თბილისში აგრძელებს მაუწყებლობას.

ამ პერიოდის განმავლობაში იყო არა ერთი სასამართლო პროცესი, დახურვის არა ერთი მცდელობა, ტელევიზიაში შემოჭრა და მისი გაჩუმების სურვილი.

პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს იყო დანაკლისიც, თუმცა, ამ ყველა პრობლემას ტელევიზიამ გაუძლო და უკვე წლებია, ის პროფესიონალთა გუნდის დამსახურებით, არის ყველაზე რეიტინგული არხი.

დღის ამბები