18 აპრილი 2024,   11:56
ვრცლად
რუსთაველზე შეწყვეტილი და კანცელარიაში დასრულებული გამოსვლა - პრემიერის განცხადებას აქციის მონაწილეებმა არაადეკვატური უწოდეს

პრემიერის განცხადებას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა რუსთაველზე დაიწყო, მაგრამ კანცელარიაში დაასრულა - არაადეკვატური უწოდეს პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებმა.

პრემიერს გუშინ აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცეს. შეწყვეტილი გამოსვლა გიორგი კვირიკაშვილმა კანცელარიის მე-12 სართულზე დაასრულა.

ხორავას ქუჩის სისხლიანი საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოსაძიებლად გადაცემა ზაზა სარალიძისთვის და პარლამენტის წინ შეკრებილებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრემიერის გზავნილები ძალიან დაგვიანებულია.

პრემიერის შეთავაზება შეაფასა პრეზიდენტის მრჩეველმაც. კახა კოჟორიძის თქმით, შს სამინისტროსთვის საქმის გადაცემით, პრობლემა ვერ მოგვარდება.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დღეს დადებითად მხოლოდ "ქართულ ოცნებაში" შეაფასეს.

დღის ამბები