24 ივლისი 2019,   11:33
ვრცლად
აქცია პარლამენტთან - ზვიად კუპრავამ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

აქცია პარლამენტთან - ზვიად კუპრავამ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზვიად კუპრავამ აქციაზე შეკრებილებს უთხრათ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი საპატრულო პოლიციამ გააჩერა. კუპრავას თქმით, სამართალდამცავებმა მას უთხრეს, რომ წვიმის გამო, აქცია აღარ იმართებოდა და გადაიდო.

ზვიად კუპრავას თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში მაინც მოდის თავის თანასოფლელებთან ერთად.

ზვიად კუპრავამ ასევე აღნიშნა, რომ სუს-ის მხრიდან პროვოკაციები ისევ მიმდინარეობს. მისი თქმით, სპეცსამსახურების დახმარებით მასთან სხვადასხვა პირი მიდის და ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.

როგორც ის ამბობს, მასთან კიდევ ერთი პირი მივიდა და უთხრა, რომ, თუ ვერ გაიმარჯვებთ, ბიძინა ივანიშვილი „გაგაგორებთო“.

"ისეთი ამბავიაო, "ან უნდა გაიმარჯოთ, თუ ვერ გაიმარჯვებთ, ბიძინა გაგაგორებსო. თუ წააგე ეს ბრძოლა, ბიძინა გაგაგორებსო," - განაცხადა კუპრავამ.

მისი თქმით, ამის გარდა, კიდევ ერთი პირი მივიდა და კვლავ მსგავსი ინფორმაცია მიაწოდა.

„პუტინთან დაახლოებული პირებისგან ვიცი, რომ ბიძინა აპირებს შენს ლიკვიდაციას, ფრთხილად იყავიო, მაფრთხილებს. ფეხებსაც ვერ მომჭამს!“ - განაცხადა კუპრავამ.

დღის ამბები