18 ივლისი 2019,   20:14
ვრცლად
შალვა შავგულიძე არაერთხელ პრინციპულად დაუპირისპირდა ამ თუ წინა ხელისუფლებას - ირაკლი აბესაძე

„მნიშვნელოვანია, ჩვენ მივიღოთ პოლიტიკურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი მთავარი პროკურორი, ასეთად ჩვენ ბატონ შალვა შავგულიძეს ვთვლით, რომელიც არაერთხელ პრინციპულად დაუპირისპირდა ამ თუ წინა ხელისუფლებას,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ, კურიერის პირადპირ ეთერში გააკეთა.

ევროპული საქართველოს აზრით, მთავარი პროკურორი შალვა შავგულიძე უნდა იყოს.  

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულმა ოცნება წლების განმავლობაში ვერ უმკლავდება გაზრდილ კრიმინალს, მზად არის, არ გამოიძიოს არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე მაშინ, როდესაც სურს, ხელი დააფაროს ამ სისტემის შემადგენელ თანამდებობის პირებს. სამართლიანია საუბარი მთავრობის გადადგომაზე, სამართლიანია მოთხოვნა საპარლამენტო გუნდის შეცვლა და საპარლამენტო არჩევნებზე. ამ ყველაფრის პარალელურად მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს დრო და ეფექტიანად იქნას გამოძიებული არასრულწლოვნების მკვლელობის საკითხი და ყველა სხვა გამოუძიებელი შემთხვევა. ამიტომ ამ მიმართულებით ეფექტიანად უნდა იქნას გამოყენებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და მეორე, კანონით "პროკურატურის შესახებ" უკვე დაწყებულია მთავრი პროკურორის შერჩევის პროცედურები,“ - განაცხადა აბესაძემ.

აბესაძე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას - ზაზა სარალიძეს, მხარდაჭერას უცხადებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები