18 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
საპატრიარქო გარდაცვლილი მოზარდების მშობლებთან შეხვედრის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მშობლებთან შეხვედრის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პატრიარქმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძირა და შეხვედრას სხვა მიზანი არ ჰქონია.

განცხადებაში ასევე საუბარია გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართული აქციის შესახებ, სადაც სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. საპატრიარქოში ამბობენ, რომ აქციასთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასება აღნიშნული სასულიერო პირების პირადი ინიციატივაა.

„ა.წ. 2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს  შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის, მშობლები და ოჯახის წევრები. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა. შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და  სხვა მიზანი არ ჰქონია.

"P.S. შევნიშნავთ იმასაც, რომ ა.წ. 1 ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც და გაკეთდა შეფასება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. ეს ქმედებაც და  განაცხადიც არის მათი პირადი ინიციატივა და ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო,“ - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები