22 სექტემბერი 2019,   06:37
ვრცლად
ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, შსს-თან შეხვედრის მიზნით შეიქმნება სამკაციანი ნდობის ჯგუფი

ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამკაციანი ნდობის ჯგუფი - ეს განცხადება ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა.

ზვიად კუპრავას თქმით, ზაზა სარალიძის გარემოცვის წევრებისგან შემდგარი ჯგუფი შეხვდება შსს-ს წარმომადგენლებს.

ნდობის ჯგუფის წევრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ უნდა გაარკვიონ, თუ რა ოპერატიული ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა გუშინ უწყებამ ცნობა, რომ ზაზა სარალიძის უსაფრთხოება არ არის დაცული.

„მე მინდა, მივმართო შსს-ს და  გახარიას, რადგან ისინი ამბობენ, რომ ზაზას მიმართ არის საფრთხე, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ რაღაც ინფორმაცია და აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებენ... ჩვენ მივმართავთ სამინისტროს, რომ გამოვყოფთ 3-კაციან ნდობის ჯგუფს, ძალიან ახლო გარემოცვას ზაზას, საორგანიზაციო ჯგუფიდან და გნებავთ იქით ვეახლებით შსს-ს ან თავის წარმომადგენელი მოავლინოს ჩვენთან და ჩვენ ამ საფრთხეების შესახებ გვითხრას, რათა ჩვენ შევაფასოთ ეს საფრთხეები, შევაფასოთ ასევე, რამდენად რეალისტურია ან არარეალისტურია,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავამ ასევე მოუწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ გადაცემაში მონაწილეობისთვის ზაზა სარალიძის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

 

დღის ამბები