18 ივლისი 2019,   20:14
ვრცლად
ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან რუსთაველის გამზირზე მდებარე ედპ-ს ოფისთან გადაინაცვლა

ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან რუსთაველის გამზირზე მდებარე ედპ-ს ოფისთან გადაინაცვლა. კუპრავასთან ერთად არ იმყოფება ზაზა სარალიძე.

ვიდრე კუპრავა ედპ-ს ოფისთან გადაინაცვლებდა, მანამდე პარლამენტის წინ არსებულ კარავში შეხვედრა იმართებოდა. ამ შეხვედრიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ „კუპრავას გაქრობა“ იგეგმება. 

თავად ზვიად კუპრავამ კი ედპ-ს ოფისთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  რომ მას დაპატიმრების არ ეშინია. 

„ჩვენ ერთად ჩამოვშლით ხელისუფლებას. მე არ მეშინია არც პატიმრობის, არც სხვა რაღაც ფორმების, დავიწყებ ბრძოლას და ამ დაწყებულ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან,“ – განაცხადა კუპრავამ, რომელმაც განმარტა, რომ დამატებით კომენტარს ცოტა მოგვიანებით გააკეთებს. 

დღის ამბები