20 ივნისი 2019,   10:08
ვრცლად
თუ დაგვეხმარებიან სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში, მზად ვარ სახელისუფლებო პარტიისთვისაც ღია იყოს ეს სცენა - ზვიად კუპრავა

„მე ვიქნები გარანტი, რომ ეს სცენა იქნება ღია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის,“- ეს განცხადება პარლმენტის შენობის წინ ზვიად კუპრავამ გააკეთა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე აქცია უკვე დაიწყო. შეკრებილებს სიტყვით აქციის ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ მიმართა.

„თუ დაგვეხმარებიან სისტემის წინააღმდეგ, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მზად ვარ, სახელისუფლებო პარტიისთვისაც ღია იყოს ეს სივრცე და სცენა. მე სახელებსა და გვარებში არ ვხედავ პრობლემას, მე ვხედავ პრობლემას სისტემასა და ამ სისტემის შემქმნელ ადამიანებში,“- აღნიშნა კუპრავამ.

 

დღის ამბები