16 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
„რამადანის შემდეგ გავმართავ აქციებს და მნიშვნელობა არ ექნება, ის პოლიტიკური იქნება თუ არა, მთავარია ვინ დამიდგება გვერდით"-მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მეოთხე დღეა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება და ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პანკისის მოსახლეობა და ქისტი ხალხი ყოველთვის იდგება ქართველი ხალხის გვერდით.

„მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მთლიანი პანკისის მოსახლეობა, ქისტი ხალხი როგორც იყო იქნება ქართველი ერის გვერდით ჭირში და ლხინშიც. ეს ომები და ბრძოლები ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ მოითხოვს საჭიროება იმ ბრძოლაშიც ბოლო წვეთებამდე სისხლის. პანკისის ხეობაში ტერორისტებს არ ზრდიან, პანკისის ხეობაში ვაჟკაცებს ზრდიან. მე ამაყი ვარ იმით, რომ ვარ ჩეჩენი და ამ ჩეჩნურ ადათში შევაზავე ქართული კულტურა. ზუსტად ამითი ვარ ამაყი,“-განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.

მისივე თქმით რამადანის დასრულების შემდეგ ის იწყებს აქციებს და არ აქვს მნიშვნელობა ის პოლიტიკური იქნება თუ არა.

„იმ აქციებზე ჩემთვის მნიშვნელობა არ ექნება, ის პოლიტიკური იქნება თუ არა. ჩემთვის იქნება მნშვნელვანი ვინ დამიდგება გვერდში და ვინ დამეხმარება,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

დღის ამბები