24 აპრილი 2024,   13:34
ვრცლად
ახალგაზრდებს, რომელნიც ამ მძიმე დანაშაულის ჩამდენნი არიან, მოვუწოდებ, რომ თავისი ფეხით მივიდნენ ციხეში - მამა დავით ისაკაძე

მამა დავით ისაკაძემ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პოლიციასთან გამოცხადნენ. სასულიერო პირმა ამის შესახებ განცხადება ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე გააკეთა. აქციას ცოტა ხნის წინ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი შეუერთდა.

„თითოეული ჩვენგანი ვფიქრობთ ასე, რომ უნდა აღდგეს სამართლიანობა დაღუპულ ბიჭებთან დაკავშირებით. ის ადამიანები, ახალგაზრდები, რომელნიც არიან ჩამდენი ამ მძიმე დანაშაულის, როგორც სულიერი მოძღვარი, მოვუწოდებ მათ, რომ თავისი ფეხით მივიდნენ ციხეში და დასხდნენ რადგანაც ჯობია, აქ განიცადონ სასჯელი, ვიდრე ღვთის წინაშე. ჩვენ ჩვენს ლოცვებს არ მოვაკლებთ არც გარდაცვლილებს და არც იმ ბიჭებს, რომლებიც ციხეში ჩასხდებიან,“- განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები