20 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
„ბესელიას დიდაქტიკური საუბრები აღარ შველის ამ საკითხს იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იწყებს გაბრაზებას"-მედეა ვასაძე

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მხარს უჭერს აცხადებს, რომ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია ბევრად უფრო პოლიტიკურია ვიდრე ამ ოთხი დღის განმავლობაში გამართული სოლიდარობის აქციაა. ზაალ უდუმაშვილის თქმით ამის დამადასტურებელია ის განცხადებები, რომელიც ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე კეთდება.

„რაც შეეხება კონტრაქციას ცოტა მეცინება როცა ამბობენ, რომ ეს იყო აპოლიტიკური აქცია. ამ ორი საათის განმავლობაში იმ აქციაზე უფრო მეტი პოლიტიკური განცხადება მოვისმინე, ვიდრე აქ ოთხი დღის განმავლობაში. ასე რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ აპოლიტიკურ აქციაზე იმყოფება, ძალიან ცდება. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენი გეგმები არის ის, რაც იყო აქამდე. ეს არის  ბრძოლა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ  ზაზა სარალიძემ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა და კიდევ იმ ათეულობით შვილმკვდარმა მშობელმა, რომლის ტრაგიკულ ისტორიებს ისმენდა მთელი საქართველო აქ, ეს საქმეები ბოლომდე მივიყვანოთ,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ახალი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები დარჩებიან აქციაზე ბოლომდე და ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიტიკურად გაუმაგრებენ ზურგს.

„მწყობრი სტრატეგია სხვა პარტიებთან ერთად. ჩვენ მიზანმიმართულად არ ავხტით სცენაზე რითიც მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუკეთებთ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნებს, მთავრობა უნდა გადადგეს. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრიც. მედეა ვასაძე ამბობს, რომ მსგავსი აქციები ბევრი ახსოვს და ისიც იცის რა ძალა აქვს გაბრაძებულ ხალხს.

„ბესელიას დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი საუბრები აღარ შველის ამ საკითხს. ცოტა სხვა ღონისძიებაა გასატარებელი. იმიტომ,  რომ ქართველი ხალხი იწყებს გაბრაზებას და ჩვენს ქვეყანას გაბრაზებული ქართველი ხალხის შედეგები ეს არ არის პირველი შემთხვევა და მეორე შემთხვევა. იყვნენ ძალიან ფრთხილად. მე არ მინდა ჩემს ქვეყანაში არეულობა. არ შეიძლება მოდიოდე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით და თავად უშვებდე ასეთ მძიმე უსამართლობას,“-განაცხადა მედეა ვასაძემ.

დღის ამბები