16 ივნისი 2019,   22:02
ვრცლად
პირი, რომელმაც სახალხო დამცველს აგინა, დააკავეს

პირი, რომელმაც სახალხო დამცველს აგინა, დააკავეს. როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, სახალხო დამცველისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო, დაკავებულია ვასილ გოგალაძე. 

გავრცელებული ინფორმაციით, ვასილ გოგალაძე ზურაბ ზვიადაურის მეგობარია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ვაკის პარკში გამართულ აქციაზე ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა ნინო ლომჯარიაც. მას შემდეგ, რაც სარალიძემ აქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ლომჯარიამ მას საკუთარი სამსახურეობრივი ავტომობილით წაყვანა შესთავაზა, სახალხო დამცველს აგინეს.  

დღის ამბები