17 სექტემბერი 2019,   13:23
ვრცლად
ნუ მომკლავ!-მოსწავლეები მეოთხე დღეა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებიან

სოლიდარობა ზაზა სალარიძეს!-აქციაში, რომელიც შვილ მოკლული მამის მხარდასაჭერად მეოთხე დღეა იმართება, სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობენ. ორი უდანაშაულო ბიჭის დაღვრილი სისხლისთვის სამართლის ძიებაში ისინი სკოლის მერხებიდან ადგნენ და დედაქალაქის ცენტრში გამოვიდნენ. 

ახალგაზრდები პროკურატურას ფუჭად დახარჯული დროის გამო აკრიტიკებენ. ისინი რამდენიმე დღეა აქციაზე სიტყვით გამოდიან. მოსწავლეების  მთავარ ლოზუნგია "ნუ მომკლავ." მოზარდები თვლიან, რომ მათი ბრძოლა სამართლიანია და სისტემასთან დაპირისპირებაში გამარჯვების გარდა სხვა ალტერნატივას არც განიხილავენ.

დღის ამბები