25 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
"მხოლოდ ქართულის" მაყურებელს დღეს ნახევარფინალი ელოდება

დღეს ორშაბათია და „რუსთავი ორის“ მაყურებელს ყველაზე რეიტინგული მუსიკალური პროექტის ნახევარფინალი ელოდება.

„მხოლოდ ქართულის“ დღევანდელ კონცერტზე ყველა დროის ქართული ჰიტები შესრულდება.

კონკურსანტები დღეს ორ-ორ სიმღერას შეასრულებენ. 6 მონაწილიდან კი პროექტს დღეს ორი დატოვებს.

„მხოლოდ ქართულის“ კონცერტი „რუსთავი ორის“ პირდაპირ ეთერში 21:00 საათიანი „კურიერის“ დასრულებისთანავე დაიწყება.

დღის ამბები