19 აგვისტო 2019,   02:32
ვრცლად
მესამე სექტორი თეა წულუკიანთან ერთად მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს - მშვენიერაძე

იუსტიციის მინისტრის მიერ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის დაწყება არასამთავრობოების პროტესტის მიზეზი ხდება.

სამოქალაქო სექტორი მოითხოვს, რომ თეა წულუკიანი გამოეთიშოს ამ პროცესს, რადგან ის მხარს უჭერდა გადამდგარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და პასუხიმგებელია, იმ პოლიტიკაზე, რომელსაც პროკურატურაში ყოფილი მთავარი პროკურორი ატარებდა.

„არც ვფიქრობთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ განხილვაში, მონაწილეობაში უნდა შევიდეთ წულუკიანის მონაწილეობით, მის ფორმატში ამის განხილვის, რადგანაც სწორედ ის არის, მათ შორის, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ასეთ მდგომარეობაშია მართლმსაჯულების სისტემა,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები