20 აპრილი 2024,   09:58
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - შს სამინისტროში 6 მოზარდი გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში 6 არასრუწლოვანი მოწმე გამოკითხეს.

ცნობილია, რომ 6 მათგანი უშუალო თვითმხილველია იმ სისხლიანი გარჩევისა, რომელსაც 2 მოზარდი, ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე ემსხვერპლა.

თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდათ სამართალდამცველებს მათთან.

ადვოკატებმა და მოზარდების მშობლებმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს. მათი თქმით, ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ მოწერილი.

დღის ამბები