25 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
ქალისთვის ტუჩებში კოცნის გამო ფილიპინების პრეზიდენტი საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა

ქალისთვის ტუჩებში კოცნის გამო ფილიპინების პრეზიდენტი საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა. ინციდენტი როდრიგო დუტერტეს სეულში ოფიციალური ვიზიტის დროს მოხდა.

ფილიპინების ლიდერი სამხრეთ კორეაში მცხოვრებ ემიგრანტებს სიტყვით მიმართავდა, როდესაც სცენაზე, წიგნის გადასაცემად, ორი ქალი მიიწვია. საჩუქრის სანაცვლოდ ერთ-ერთ მათგანს კი დუტერტემ ტუჩებში კოცნა მოსთხოვა.

ფილიპინების პრეზიდენტის საქციელმა უფლებადამცველების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია, რადგან როდრიგო დუტერტე ქალების მიმართ ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა.

დღის ამბები