22 ივლისი 2019,   14:40
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობა - 17-კაციან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

17-კაციან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა უნდა გამოიძიოს, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. გარდა ამისა,  „ევროპული საქართველოს” კომისიის შემადგენლობაში 9 წევრი ეყოლება.

17-კაციან საგამოძიებო კომისიაში "ქართულ ოცნებას" 8 წევრზე მეტის ყოლის უფლება არ აქვს. ამ რვა წევრიდან ადგილები ოცნებამ "პატრიოტთა ალიანსსა" და დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილსაც უნდა დაუთმოს.

კომისიის შემადგენლობაში არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა.“ პარტიაში თვლიან, რომ ამ კომისიას ხელისუფლება დროის გასაწელად გამოიყენებს.

კომისიამ უნდა გამოიძიოს ხორავას ქუჩაზე 2 არასრულწლოვნის მკვლელობის საქმე და დაადგინოს, ცდილობდა თუ არა ვინმე საქმის მასალების გაყალბებას და რეალური სურათის დამახინჯებას. ამასთან, კომისიას  წვდომა ექნება სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და უფლება ექნება დაიბაროს ყველა ის პირი, მათ შორის მაღალჩინოსნები, ვისაც ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საქმესთან შეხება ჰქონდა.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა საბოლოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა ეს მხოლოდ პოლიტიკურ დოკუმენტია. მაგრამ თუ კომისია დაადგენს, კონკრეტული ადამიანების ბრალეულობას, მაშინ მათ წინააღდეგ დევნის დაწყება უკვე პროკურატურის პრეროგატივაა.

დღის ამბები