19 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
პარალიზებული ქალაქი - მეტროს მემანქანეების გაფიცვამ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი შექმნა

მეტროს თანამშრომლების პროტესტი და პარალიზებული ქალაქი-ტრანსპორტი, რომელიც  ასი ათასობით მოქალაქეს ემსახურება მგზავრებს დილიდან დაკეტილი დახვდათ. მიზეზი მეტროს მემანქანეების გაფიცვაა, რომლებიც ხელფასების მატებას ითხოვენ.

მეტროს გაჩერებამ დედაქალაქში მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის გადატვირთვა გამოიწვია. მგზავრების დიდმა ნაწილმა ტრანსპორტით სარგებლობა საერთოდ ვერ შეძლო.

სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იყო, თუმცა ავტობუსები საკმარისი არ აღმოჩნდა. ხალხმრავლობის გამო მგზავრები ვერც მიკროავტობუსში ასვლას ახერხებდნენ.

მეტროს მემანქანეების გაფიცვის შესახებ დედაქალაქის ხელმძღვანელობას რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, თბილისში შექმნილ კოლაფსში საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერს ადანაშაულებს. მმართველ გუნდში კი მემანქანეების ქმედებას საბოტაჟად აფასებენ. „ქართული ოცნება“ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

დღის ამბები