25 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
მესამე სექტორი წულუკიანის გადადგომას ითხოვს, მინისტრი კი არასამთავრობოების მოწოდებას "ფსიქოზს" უწოდებს

სამოქალაქო სექტორი იუსტიციის მინისტრის წინადადებას, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის შეთავაზებაზე, წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით პასუხობს. არასამთავრობოები მინისტრთან, რომელსაც, მათი შეფასებით, ნდობის მანდატი არ გააჩნია, კონსულტაციებში მონაწილეობას არ აპირებენ.

თეა წულუკიანმა მესამე სექტორის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი დღეს დაიწყო. წულუკიანს თვეზე ნაკლები აქვს იმისთვის, რომ 3 კანდიდატი შეარჩიოს და საპროკურორო საბჭოს წარუდგინოს. 

იუსტიციის მინისტრის მწვავე შეფასების მიუხედავად არასამთავრობო სექტორი დღეს ცდილობდა თეა წულუკიანისთვის დაესაბუთებინა, თუ რატომ უნდა გადადგეს თანამდებობიდან და გამოეთიშოს ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს.

იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე. მან პროფესიული წრეების ნაწილისგან მთავარი პროკურორობის კანდიდატად მონაწილეობაზე შეთავაზება უკვე მიიღო.

რეფორმების ჩატარების აუცილებლობა საუბრობს შალვა შავგულიძე, რომელიც მთავარი პროკურორობის კანდიდატად „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა.

უმრავლესობის კიდევ ერთ შესაძლო კანდიდატად დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი დასახელდა.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატს საზოგადოების ნდობა არ ექნება.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ორ თვეში ანუ ივლისის ბოლოს, ქვეყანას ახალი მთავარი პროკურორი ეყოლება. შოთაძის შემცვლელს პარლამენტი 6 წლის ვადით აირჩევს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები