24 აპრილი 2024,   22:29
ვრცლად
არ გვინდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე მეორე, მესამე ან მეოთხე გამოშვების სააკაშვილი გამოჩნდეს - ვლადიმერ პუტინი 

ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის კვლავ მიხეილ სააკაშვილს ადარებს.

რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ავსტრიის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ახსენა. შეკითხვა კი ჟურნალისტმა მას რუსეთში კორუფციასთან მებრძოლ ნავალნიზე და მისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუსვა.

"არ გვინდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე მეორე, მესამე ან მეოთხე გამოშვების სააკაშვილი გამოჩნდეს,"- აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

მისვე თქმით, რუსი ხალხი საკმაოდ გონიერია და ხვდება, რომ კლოუნი პოლიტიკოსები არ სჭირდება.

ავსტრიაში გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთთან ურთიერთობებზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირში განხეთქილების შეტანას არ ცდილობს.

დღის ამბები