16 სექტემბერი 2019,   19:16
ვრცლად
"სუფთა სანაპირო, სუფთა ზღვა" - შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია ევროკავშირის პროექტის ფარგლებში

სუფთა სანაპირო, სუფთა ზღვა - ამ სლოგანით შავი ზღვის სანაპიროზე ფოთის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩაატარეს. ტერიტორია პოლიეთილენის პარკებისა და პლასტმასის ბოთლებისგან გაწმინდეს.

დასუფთავების აქცია ევროკავშირის პროექტ „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება“ ფარგლებში მოეწყო.

სანამ ეკოკლუბის წევრები ზღვის სანაპიროს დასასუფთავებლად გავიდოდნენ, რამდენიმე ღონისძიება სკოლაში ჩატარეს. სტუმრებს მოსწავლეების მიერ მომზადებული ანიმაციური ფილმები აჩვენეს, პირველკლასელებმა მოხატეს კედლები, მასწავლებლებთან ერთად ხეები დარგეს.  

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტი, არჩილ გუჩმანიძე, ამბობს, რომ შუა ზღვაში სინჯების ასაღებად ყოველდღე გადის. ექსპედიციისთვის ახლაც ემზადება. ზღვის ბიომრავალფეროვნებას პროექტ „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების“ (EMBLAS) ფარგლებში იკვლევს.

სამეცნიერო კვლევები ევროკავშირის ხელშეწყობით საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში ერთდროულად მიმდინარეობს. მიზანი შავი ზღვის გარემოს დაცვის გაუმჯობესებაა.

 

 

დღის ამბები